გაკვეთილის მთავარი თემა
|
სითბური მოვლენები. შინაგანი ენერგიის შეცვლის ხერხები.
|
საგანი/პედაგოგი
|
ფიზიკა/მზია ღლონტი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო/9
კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
22 მოსწავლეა/განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
ეს
გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება აღწერის, კლასიფიკაციის
,ექსპერიმენტის ჩატარების, დაკვირვების, თვისებრივი ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევების
განვითარებაში.
|
გაკვეთილის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
ფიზ. IX. მოსწავლე
ახასიათებს სითბოცვლის პროცესებს.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე;
·
ატარებს
ექსპერიმენტებს და შედეგები შეაქვს ცხრილში;
·
მოიპოვებს ინფორმაციას ბუნებრივი თბოიზოლატორების შესახებ;
·
აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას;
·
მოჰყავს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;
|
წინარე ცოდნა
|
·
მოსწავლემ იცის ენერგიის ცნება,
·
შეუძლია დაამყაროს და აღწეროს კავშირი მუშაობასა და
დახარჯულ ენერგიას შორის,
·
მსჯელობს ენერგიის გარდაქმნისა და შენახვის შესახებ.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
თეორიული მასალის გამოკითხვის შემდეგ საშინაო ცდის ანალიზი, სადემონსტრაციო
ცდების ჩატარება და მათი ანალიზი, სიტუაციური ამოცანების ამოხსნა ახალ მასალასთან
დაკავშირებით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, თერმომეტრი, კალორიმეტრი, სინჯარა, სპირტქურა.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
კლასის ორგანიზება-2 წთ;
A-ფაზა-
გამოწვევა
აქტივობა 1:-გონებრივი იერიში.
რა არის მოვლენა?
შემდეგ განუმარტავ, რომ დღეს გაეცნობიან გათბობა - გაციებასთან დაკავშირებულ
მოვლენებს. ვთხოვ ,რომ გაიხსენონ ყველა ასეთი მოვლენა და შევქმნით დაფაზე ასოციაციურ
რუკას.
რის მეშვეობით ვზომავთ სხეულის ტემპერატურას?
აქტივობა 2: საშინაო ცდის ანალიზი
მოსწავლე აკეთებს პრეზენტაციას და ავსებს დაფაზე წინასწარ გამზადებულ
ცხრილს.
როგორ შეიცვალა ბურთულას ტემპერატურა?
რა კავშირია მოლეკულების მოძრაობასა და ტემპერატურას შორის?
რომელი სხეული იღებს და რომელი გასცემს სითბოს?
B-ფაზა-ცოდნის
კონსტრუირება
ვატარებ სადემონსტრაციო ცდას დავსვამ კითხვას: შეუძლიათ თუ არა ხელში
დაიჭირონ ლურსმანი რომლის წვერი ალშია მოთავსებული? რომელი უფრო მალე ხურდება ასანთის
ღერი თუ ლურსმანი?
რკინას და ხეს ერთნაირი თბოგამტარობა აქვს?
ცდა-2 და ცდა-3.კითხვა: ერთნაირად თბება სინჯარების ქვედა და ზედა ნაწილი?
სითბოს როგორი გამტარებია წყალი, ჰაერი და მინა?
აქტივობა: თვისებრივი ამოცანების ამოხსნა.
C-ფაზა-გამთლიანება
შევამოწმოთ, რამდენად შეუძლია მოსწავლეებს
გამოიყენონ მიღებული ცოდნა საჭიროებისამებრ. ვუბრუნდებით სლაიდებს და ეხლა უკვე ფიზიკური
ტერმინების საშუალებით ვპასუხობთ თითოეულ კითხვას ,ვაკეთებთ დასკვნებს.
საშინაო დავალება (2 წთ)
თვისებრივი ამოცანების ამოხსნა, საშინაო ცდის ჩატარება. საშინაო ცდის
მიზანია, მოამზადოს მოსწავლე ახალი გაკვეთილისთვის.
შეფასება: (3წთ)
შეფასდება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий