სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: 

ენერგიის მიღებისა და გარდაქმნის გზები -ელექტროსადგურები



პროექტის მთავარი იდეა (თემა): ამ პროექტში მოსწავლეები გაეცნობიან ენერგიის მიღების  გზებს , ელექტროსადგურების მუშაობის პრინციპებს ,ენერგიის გარდაქმნის სახეებს.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ელექტროსადგურების შესახებ, განასხვავებენ ჰიდრო-, თბო- და ა. შ. ელექტროსადგურებს, გაერკვევიან მათი მუშაობის პრინციპებში, გაიღრმავებენ ცოდნას ენერგიის გარდაქმნის გზების შესახებ. მოძიებულ მასალას წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის სახით;

პროექტის მიზანი:  

·         მოსწავლეები გაიუმჯობესებენ კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს;
·         ისწავლიან ელექტროსადგურების სახეებს და მათ დანიშნულებას;
·         მოიძიებს და  აანალიზებს შესაბამის ინფორმაციას;

მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი

ვადები/ ხანგრძლივობა: 3-4 კვირა;

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ელექტრონული პრეზენტაცია, კედლის გაზეთი, სადემონსტრაციო სქემები

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტექნიკური ლიტერატურა, ფოტოაპარატი, ინტერნეტი

პროექტის მსვლელობა:

1. მოსწავლეებთან ერთად ვირჩევთ თემას

2. მოსწავლეები დაყოფიან ჯგუფებად, გადაინაწილებენ მოვალეობებს, აირჩევენ ჯგუფის ლიდერს.

3. ჯგუფები შეადგენენ  გეგმას, გაწერენ დროში, გაანაწილებენ  ვინ, რას და როდის გააკეთებს.

4. მოვაწყობთ ექსკურსიას ადგილობრივ ჰესებზე - ბჟუჟჰესზე და აჭჰესზე

5. თითოეული ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას სხვადასხვა სახის ელექტროსადგურების შესახებ და მოამზადებს ელექტრონულ პრეზენტაციას.


6. მოძიებული მასალების საფუძველზე მოამზადებენ კედლის გაზეთს.

7. მოსწავლეთა შეფასება:

თარიღი:

 კვლევითი          
პროექტი
 მოსწავლ


 შეფასების კრიტერიუმები      





პროექტის მიზანი






კვლევის გეგმის შემუშავება





საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება

კვლევის ჩატარება






მონაცემების აღრიცხვა





ანალიზი და დასკვნის გაკეთება




პრეზენტაცია






ქულათა მაქსიმალური რაოდენობა






0-1
0-1
0-1
0-2
0-1
0-2
0-2
10
1.








2.








3.








4.








5








6.








7.













საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ფიზიკა;

კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
      შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს და აყალიბებს კვლევის მიზანს;
·         განსაზღვრავს  შესაბამისი ინფორმაციის  მოძიების წყაროებს;
·          გამოთქვამს არგუმენტირებულ   მოსაზრებას/ვარაუდს;
·         განსაზღვრავს  მონაცემების  მოპოვების გზებს (მაგ., ცდით, საველე სამუშაოს ჩატარებით, გამოკითხვით, საკითხის ირგვლივ ლიტერატურის მოძიებით);
·         განარჩევს მუდმივ და ცვლად (დამოკიდებულ, დამოუკიდებელ) პარამეტრებს;
·         განსაზღვრავს  კვლევის პირობებს და  ჩატარების ეტაპებს;

პროექტის ხელმძღვანელი: მზია ღლონტი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mziaglonti59@gmail.com


Комментариев нет:

Отправить комментарий